ირანიდან იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში აღნიშული ქვეყნიდან საქართველომ 111,770 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 35,529 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება კონკრეტულად საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტს, მიმდინარე წელს 8,020 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 7,390 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, იმ ხილ-ბოსტნეულის ჩამონათვალით, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის ირანიდან.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ირანიდან იმპორტირებული ტოპ-10 ხილ-ბოსტნეული:
ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ ირანული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი, ობისა ან დიდი რაოდენობით პესტიციდების ნარჩენების გამო აკრძალა. ამის შესახებ ირანის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მოსტაფა დარაინეჯადმა განაცხადა, რომელსაც პორტალი, FreshPlaza ავრცელებს.
მისი თქმით, ინდოეთი, რუსეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, კატარი და სხვა ქვეყნები ირანის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების მიერ გაცემულ სერთიფიკატებს აღარ იღებენ.
გასულ წელს ირანის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 6,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ის არის 10 უმსხვილეს მწარმოებელთა შორის, რომლიც 20-ზე მეტი სახეობის ხილსა და ბოსტნეულს, მათ შორის ზაფრანას, ვაშლს, ციტრუსს, საზამთროს, ნესვს, ბროწეულს, ფინიკს, ფისტასა და კაკალს აწარმოებს.