ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
TBC Capital: 2021 წელს ტურიზმი მხოლოდ 38%-ით აღდგება

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 38%-ით აღდგება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია. წინა პროგნოზით ტურიზმი საქართველოში 37.5%-ით უნდა აღდგენილიყო.

რაც შეეხება 2022 წელს, განახლებული პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს ტურიზმი საქართველოში 75%-ით აღდგება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პროგნოზი შემცირებულია, უფრო კონკრეტულად, წინა დოკუმენტის მიხედვით 2022 წელს ტურიზმი 80%-ით უნდა აღდგენილიყო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 1 432 891 ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.2%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 70%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, გამოდის, რომ 11 თვეში ტურიზმი მხოლოდ 30%-ით აღდგა.

ნოდარ სირბილაძე