5 ყველაზე ძვირად ღირებული სახლი მსოფლიოში (+ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სახლებს, გარდა ვიზუალური მხარისა, საკუთარი უნიკალური ისტორიაც აქვთ, რომელიც მატერიალურად მათი ქონების სიძვირეში გამოიხატება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებული ქონების ჩამონათვალში თქვენ მინიმუმ 390 მილიონ დოლარზე მეტი დაგჭირდებათ, რათა რომელიმე მათგანი თქვენი საკუთრება გახდეს.

თუ რა ხდის მოცემულ სახლებს უნიკალურს, თავად განსაჯეთ, იქამდე კი წარმოგიდგენთ, ხუთეულს:

5. ბუშტების სასახლე – 390 მილიონი დოლარი

1-1641541398.jpg

„ბუშტების სასახლე“ (Bubble Palace - Le Palais Bulle) შეიქმნა უნგრელი არქიტექტორის, ანტი ლოვაგის მიერ და აშენდა რეგიონში 1975-1989 წლებში. ქონებას აქვს სამი საცურაო აუზი, ბაღები და 500-ადგილიანი ამფითეატრი, რომელიც აშენებულია ბორცვზე.

„ბუშტების სასახლე“ ამჟამად ეკუთვნის იტალიაში დაბადებულ ფრანგ მოდის დიზაინერს პიერ კარდენს. ქონება ძირითადად გამოიყენება დასასვენებლად, ასევე სხვადასხვა წვეულებებისთვის და შოუებისთვის.

4. ვილა ლეს სედრესი – 450 მილიონი დოლარი

2-1641541417.jpg

მეოთხე ადგილს იკავებს ვილა ლეს სედრესი (Les Cèdres), რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, სენ-ჟან-კაპ-ფერატში.

450 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, უკვე ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება. ის პირველად 1830 წელს აშენდა და ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ იყიდა 1904 წელს.

2017 წელს ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად ითვლებოდა; მაგრამ მას შემდეგ სიის მომდევნო სამმა საკუთრებამ გადაუსწრო.

ქონება განლაგებულია დაახლოებით 35 ჰექტარზე და მისი სახელი მომდინარეობს მის ტერიტორიაზე მდებარე მრავალი კედრის ხიდან.

თავად სახლი არის დაახლოებით 18 000 კვადრატული ფუტი და შედგება 14 საძინებლისგან. მას ასევე აქვს უზარმაზარი საცურაო აუზი და დიდი თავლა, განკუთვნილი დაახლოებით 30 ცხენისთვის.

ინტერიერი შედგება ბროლის ჭაღების, მოოქროვილი ხის ნამუშევრების, მე-19 საუკუნის ზეთის ნახატებისა და ხის ფირფიტებით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკისგან, სადაც 3000 წიგნია განთავსებული.

3. ვილა ლეოპოლდა – 750 მილიონი დოლარი

3-1641541436.jpg

ვილა ლეოპოლდა (Villa Leopolda ) მესამე ყველაზე ძვირად ღირებული სახლია მსოფლიოში. ის ბრაზილიელი ბანკირის, ედმუნდ საფრას ქვრივ, ლილი საფრას ეკუთვნის. მდებარეობს ფრენსის ალპების საზღვაო დეპარტამენტში კოტ-დაზურის რეგიონში და იკავებს დაახლოებით 50 ჰექტარს.

ვილას აქვს 11 საძინებელი, 14 სველი წერტილი, კომერციული სათბური, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, გარე სამზარეულო და აუზი.

ქონება თავისთავად ცნობილია, რადგან ვილა ცნობილმა რეჟისორმა ალფრედ ჰიჩკოკმა 1955 წელს თავის ფილმ „ქურდის დაჭერაში“ გადასაღებ მოედნად გამოიყენა.

ვილა 1920-იან წლებში ამერიკელმა არქიტექტორმა ოგდენ კოდმან უმცროსმა გადააკეთა.

2. ანტილა – 1 მილიარდი დოლარი

5-1641541456.jpg

ანტილია (Antilla), მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული სახლი, მდებარეობს მუმბაიში, ინდოეთში და ღირს 1 მილიარდი.

ის დააპროექტა და ააშენა ჩიკაგოში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმა Perkins & Will-მა და სტუმართმოყვარეობის დიზაინის ფირმა Hirsch Bender Associates-მა.

400,000 კვადრატული ფუტის შენობა მდებარეობს მუმბაის კუმბალას გორაზე, მისი მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყო, რომ მას უნდა გაეძლო 8 მაგნიტუდის მიწისძვრისთვის.

სახლის შიგნით ნახავთ ექვს სართულს, რომელშიც ერთიანდება: მანქანების სადგური, ტაძარი, 50 ადგილიანი კინოთეატრი და ცხრა ლიფტი.

სახლს ასევე აქვს სპა-ცენტრი, სალონი, სამეჯლისო და იოგას სტუდია, ნაყინის ოთახი და მრავალი კინოთეატრი.

„ანტილას“ სჭირდება მინიმუმ 600-კაციანი პერსონალი, რათა ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

1. ბუკინგემის სასახლე – 2,9 მილიარდი დოლარი

6-1641541475.jpg

სიაში პირველ ადგილზე და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლის ტიტულის მფლობელია ბუკინგემის სასახლე (Buckingham Palace).სასახლე ეკუთვნის ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქონება მათ პორტფელში.

მდებარეობს ლონდონში და მოიცავს 775 ოთახს, 78 აბაზანას, 92 ოფისს და 19 სათავსოს. ის მონარქიის ოფიციალური რეზიდენციაა 1873 წლიდან.

ზომით, სასახლე, დაახლოებით 828,000 კვადრატულ ფუტია, აქედან ბაღი არის 40 ჰექტარი.

თუმცა, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლის ტიტულისა, ის მაინც არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სასახლე.

სავარაუდოა, რომ სასახლის გასაყიდად გატანის შემთხვევაში, ფასი დაახლოებით 2,9 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ოდესმე მოხდეს.

ქრისტინე კაპანაძე