ახალი წელი ახალი პროექტით - ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. დიზაინერი სუნამოს გამოშვებას გეგმავს - ამის შესახებ დიზაინერმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

stikol-1641838128.jpg

,,რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს", - წერს ზვიად ციკოლია ფსეისბუქის პირად გვერდზე

რადგან პროცესი მიმდინარეა, ფასი და დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

თამარ მუკბანიანი