საქართველოს დედაქალაქში, ქუჩაში პარკირების გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია - პოსტს picodi.com-ზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აქვეყნებს.
ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუჩებზე პარკირება ყველაზე ძვირია ლონდონში, სადაც ერთი საათი 9,9 ევრომდე ღირს. ამსტერდამში 7,5 ევროს იხდით ცენტრში, ხოლო ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - 7,5 ევროს.
საათობრივი განაკვეთი შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ მოცემულ ადგილას პარკინგზე მოთხოვნილების მიხედვით. ჩვეულებრივ, რაც უფრო შორს არის ცენტრიდან, მით უფრო დაბალია პარკინგის ღირებულება. დუბლინი არის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ფასი განსხვავდება ზონების მიხედვით. ერთი საათი ღირს 0,60 ევროდან 3,20 ევრომდე. რეიტინგში ყველაზე იაფი ქალაქია სომხეთის დედაქალაქი ერევანი, სადაც ერთი საათის პარკინგი ღირებულება 0,18 ევროა.