რობო მრჩეველების პოპულარობა იზრდება  - რა მომსახურებას იღებენ კლიენტები?

აშშ-ში რობო მრჩეველების მიმართ ინტერესი და პოპულარობა იზრდება. უახლოეს მომავალში კი, მათ შესაძლოა, ამერიკელების 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ქონება მართონ.

რა არის რობო მრჩეველი?

annotation-2020-08-25-140229-1-1642490606.jpg

რობო მრჩეველი (Robo advisors) არის ალგორითმი, რომელიც ონლაინ გამოკითხვის საშუალებით აგროვებს ინფორმაციას კლიენტებისგან - მათი ფინანსური მდგომარეობისა და სამომავლო მიზნების შესახებ და შემდეგ იყენებს მონაცემებს, რათა კლიენტს აქტივების ავტომატურად ინვესტირება შესთავაზოს, თუმცა არის თუ არა რობო მრჩეველი ყველა ინვესტორისთვის?

ვინ არის კარგი კანდიდატი რობო მრჩეველისთვის?

2020-robo-advisor-market-challenges-in-the-wake-of-the-coronavirus-crisis-1200x800-1642490641.jpg

ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, რობოტები განსაკუთრებით კარგად „ახალ ინვესტორებს“ ერგებიან, რომლებიც არ ფლობენ დიდ ქონებას და ფინანსების მართვა გონივრულად სურთ. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასაკი და ფინანსური მდგომარეობა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რადგან კომპანიებს 60-70 წლის კლიენტებიც ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ რობო მრჩეველის მომსახურებისას დაბალია საკომისიოც. მაგალითად, თუკი ინვესტორი ჩვეულებრივ ფინანსურ მრჩეველს 100 ათასი დოლარიდან 1000 -ს დოლარს უხდიდა წლიურად, რობოტს საშუალოდ 250 დოლარს გადაუხდის.

ზოგიერთი რობო-მრჩეველი, როგორიცაა ჩარლზ შვაბი და SoFi, არ აწესებს კონსულტაციის საფასურს.

რა არ შეუძლია რობო მრჩეველს?

role-of-robo-advisors-in-fintech-1642490663.jpg

ციფრულ მრჩეველს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ფინანსური მრჩეველები ამბობენ, რომ ალგორითმს არ აქვს ყველა ის უნარი, რომელიც კლიენტს სხვადასხვა მოთხოვნილ ვითარებაში დაეხმარება, რაც გულისხმობს მსჯელობას, სტრატეგიის შემუშავებას, ან იმ შემთხვევებს, როდესაც კლიენტმა სამსახური დაკარგა და გამოსავლის ძიების პროცესშია.

ირკვევა, რომ კლიენტის დახმარება, რათა აირჩიოს, განახორციელოს თუ არა აქციების ოფციები, იყიდოს გრძელვადიანი მოვლის ან პასუხისმგებლობის დაზღვევა, შექმნას ბიზნესი, როგორც შპს ან სხვა ტიპის სუბიექტი, სავარაუდოდ, ციფრული მრჩეველის ფარგლებს სცილდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველდღიური ინვესტორების რობო მრჩევლებმა გამოჩენა დაახლოებით 2008 წელს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც iPhone-ის საჯარო დებიუტი შედგა.

ქრისტინე კაპანაძე