კოკა-კოლა ქილებს ანახლებს და სასმელის ახალ არომატულ ვერსიებს ქმნის

CNN- ის ინფორმაციით, კომპანია კოკა-კოლა, მიმდინარე თვეში სასმელის არომატიზირებულ ახალი პროდუქციის პრეზენტაციას გამართავს, რამდენიმე კვირაში კი, გამოუშვებს Coke-ს ბრენდის ახალ სახეობებს.

აშშ- ში კოკა-კოლის ალუბლის ქილებისა და ბოთლების ახალი ვერსიები ჟოლოსფერი იქნება, ხოლო ვანილის კოკა-კოლის ქილა და ბოთლები კრემისფერი.

აშშ-ს მაღაზიების თაროებზე, კომპანიის ახალი პროდუქტის გაყიდვა იანვრის ბოლოდან დაიწყება.

flavors-2-attributed-to-ben-hider-ap-images-1642667604.0.jpeg

კომპანიის Coke Choice Portfolio- ს ბრენდის მენეჯერმა, ნატალია სუარესმა აღნიშნა, რომ არომატიზირებული კოკა-კოლის ახალი ვერსიები მყიდველს მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს და გაუმარტივებს მისთვის სასურველი გემოს აღმოჩენას.

კომპანიამ ქილებისა და ბოთლების შეფუთვის კაპიტალური განახლება შარშან დაიწყო - შეცვალა ჩვეულებრივი კოკა-კოლის, დიეტური და ნულოვანი შაქრის კოკა-კოლის შეფუთვა. კომპანიამ ასევე „კოკა ნულოვანი შაქრის“ რეცეპტიც შეცვალა, რათა სასმელი ჩვეულებრივი შაქრიანი კოკა-კოლის გემოსთვის მიემსგავსებინა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც აშშ-ში კოკა-კოლა მომხმარებელს შესთავაზებს, იქნება, ტრადიციული გემოების განახლება - კერძოდ კომპანია გამოუშვებს ახალი სახეობის „კოკა-კოლას ყავით“.

„Coca-Cola Trademark“-ის ბრენდის დირექტორი, ბრენდან სტრიკლენდი ამბობს, რომ კოკა-კოლას ყავით არომატით მომხმარებლის მხრიდან თავიდანვე დიდი აღფრთოვანება მოჰყვა, რაც საფუძველს ქმნის, რომ განახლებული ყავის კოკა-კოლა კარგად გაიყიდება.

ცნობილია ისიც, რომ ახალი, მოკას არომატის ქილების გაყიდვა 7 თებერვლიდან დაიწყება.

აღაფრთოვანებს თუ არა კოკა-კოლის განახლებული პროდუქტები მყიდველებს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, ინფორმაციისთვის კი, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის „ექსპერიმენტებს“ მომხმარებლის მხრიდან, ყოველთვის დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კერძოდ, 2020 წელს, როდესაც კომპანიამ პროდუქციის მასშტაბური განახლება გადაწყვიტა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტი „coke energy” ჩაუშვა გაყიდვაში, ამ ნაბიჯმა მას წარმატება ვერ მოუტანა და ამავე წლის გაზაფხულზე მისი გამოშვება შეწყვიტა. „მარცხის“ შემდეგ კი კოკა-კოლამ აქცენტი თავის ყველაზე ძლიერ ბრენდებზე გადაიტანა. სწორედ ასეთად მოიაზრება „Coke“, რომლის მეშვეობითაც კომპანია პროდუქციის წარმატებულ გაყიდვას პროგნოზირებს - წერს CNN.

ქრისტინე კაპანაძე