რამდენიმე წლის წინ იტალიის პატარა ქალაქებმა სრულიად დაცლის შეჩერების მიზნით უჩვეულო კამპანია წამოიწყეს - ისინი სახლებს ერთ დოლარად ყიდდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ახალი პატრონი ქალაქში გადასახლდებოდა და სახლს შეაკეთებდა.
ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მედიაში და სახლებს ბევრი მსურველი გამოუჩნდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბინების გაქირავების კომპანია Airbnb-მ იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ სამბუკაში ერთ-ერთი ასეთი სახლი შეიძინა.
Airbnb სახლი შეაკეთა და ახლა მისი გაქირავება სურს. კომპანია მოხალისეს ეძებს, რომელიც სასტუმროში უფასოდ იცხოვრებს და ტურისტებს მოემსახურება.
Airbnb კამპანიის ფარგლებში - „სახლი 1 ევროდ“ მიზნად ისახავს ტურიზმის გაძლიერებას სამბუკაში. სწორედ ეს არის სოფელში დროებითი მაცხოვრებლების მიყვანის მიზანი.
მიუხედავად იმისა, რომ დასახლებაში 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს, სამბუკა იტალიური და ჩრდილო-აფრიკული არქიტექტურის საუცხოო ნაზავია და ქალაქში ერთ დროს ცხოვრება ჩქეფდა.
როგორც ცნობილია, შერჩეული კანდიდატი რესტავრირებულ სახლში სრულიად უფასოდ იცხოვრებს და მეტიც სასტუმრო მისთვის შემოსავლის წყაროც გახდება.
მასპინძელი თავად აირჩევს სასურველ საძინებელ ოთახს, ხოლო სახლის დანარჩენ ნაწილს Airbnb-ზე განათავსებს და გაქირავების შემდეგ ყველა შემოსავალს სრულად შეინარჩუნებს იქ ყოფნის განმავლობაში.
ამასთან, შერჩეულ კანდიდატს უფლება აქვს თან მეწყვილე ან მეგობარი წაიყვანოს და მასთან ერთად იცხოვროს.
განცხადების გაკეთება ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია. მსურველებს მისი ნახვა Airbnb-ის ვებ-გვერდზე 19 თებერვლის ჩათვლი შეუძლიათ. უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც ფლობს ინგლისურ და/ან იტალიურ ენას.