ბიტკოინები მსოფლიოში 2009 წელს გამოჩნდა და დროთა განმავლობაში მათი ფასი მკვეთრად გაიზარდა. კრიპტოვალუტა ხშირად წარმოადგენს საზოგადოების ინტერესის საგანს. არიან ადამიანები, რომლებიც მას სკეპტიკურად უყურებენ. მეტიც, როგორც euronews-ი წერს, ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარ საზღვრებში ბიტკოინები აკრძალა ან შეზღუდვები დაუწესდა.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს ჩამონათვალს, რომლებმაც ბიტკოინი აკრძალეს:
ალჟირი
ალჟირში 2018 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ყიდვას, გაყიდვასა და ფლობას კრძალავს.
ბოლივია
ბოლივიაში ბიტკოინები 2014 წელს აკრძალეს. ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც არამარტო ბიტკოინს, არამედ ნებისმიერ კრიპტოვალუტას კრძალავს.
ჩინეთი
ჩინეთში დიდხანს განიხილავდნენ ბიტკოინების აკრძალვა-არ აკრძალვის საკითხს. საბოლოოდ, ის 2021 წელს მაინინგის საფრთხის გამო აკრძალეს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბიტკოინები ჩინეთის საზოგადოებაზე დამაზიანებლად მოქმედებს.
კოლუმბია
კოლუმბიაში ბიტკოინების გამოყენება-მოხმარება 2014 წელს აიკრძალა.
ეგვიპტე
ეგვიპტეში ბიტკოინები 2018 წელს აკრძალეს. ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, ბიტკოინები ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება.
ინდონეზია
2018 წლის დადგენილებით ინდონეზიაში ნებისმიერ კრიპროვალუტის გამოყენება აიკრძალა.
ირანი
ირანში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე ქვეყანაში მაინინგზე უარი არ უთქვამთ. დღესდღეობით ბიტკოინის მაინინგის 4.5% ირანში ხდება, რამაც ქვეყანას 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ერაყი
ერაყში კრიპტოვალუტის გამოყენება 2017 წელს აკრძალეს.
ნეპალი
ნეპალში ბიტკოინი არალეგალურად 2017 წლის აგვისტოში გამოცხადდა.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონია ჯერჯერობით ევროპული ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა.
თურქეთი
თურქეთში კრიპტოვალუტის გამოყენება 2021 წლის აპრილში აკრძალეს.
ვიეტნამი
ვიეტნამში ბიტკოინის გამოყენება აკრძალული, თუმცა მისი ფლობა დასაშვებია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან არც ბიტკოინის და არც სხვა კრიპტოვალუტის ფლობა და გამოყენება აკრძალული არ არის. თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, სებ-ი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მასშტაბის იქნება რეგულაციები, რომლებსაც სებ-ი კრიტპოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს დაუწესებს.