2021 წელს ოქროზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა

2021 წლის მეოთხე კვარტალში ოქროზე მოთხოვნამ 1 147 ტონა შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია 2019 წლის მეორე კვარტლის შემდეგ. სულ კი 2021 წელს ოქროზე მოთხოვნამ 4 021 ტონა შეადგინა, რაც 10%-იანი ზრდაა 2020-თან შედარებით.

ამასთან, 31%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა ოქროს ზოდებსა და მონეტებზე, რაც ბოლო 8 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. რაც შეეხება საიუველირო ოქროს ნაკეთობებს მათზე მოთხოვნა გაზრდილია პანდემიამდელ დონემდე, 2124 ტონამდე.

ამასთან, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ზედიზედ მე-12 წელია ზრდიან ოქროს საკუთარ მარაგებს. 2021 წელს მათ ჯამში 463 ტონა შეიძინეს, რაც 82%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. რეზერვების მოცულობამ კი 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 9%-ით არის გაზრდილი ოქროს გამოყენება ტექნოლოგიურ სექტორში, სადაც 330 ტონა ოქრო გამოიყენეს.

მოსალოდნელია, რომ ოქროზე მოთხოვნის დინამიკა შენარჩუნდება.

კოკა კვირკველია