აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 32 საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რეგიონის მასტაბით რამდენიმე სკოლის კლასები ოლნაინ რეჟიმში გადავიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებით გეგმურად პედაგოგთა ტესტირება ხორციელდება.
„ბათუმში 18 საჯარო სკოლა, ქედაში - 5, ხელვაჩაურში - 4, ხულოში -1 და ქობულეთში -4 სკოლა ონლაინ რეჟიმში იმყოფება",- აღნიშნეს უწყებაში.