ევროპის გარემოს სააგენტო (EEA) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 40 წლის განმავლობაში წყალდიდობების, გვალვებისა და სხვა კლიმატური კატასტროფების შედეგად ევროპაში 142 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ფინანსურმა ზარალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 500 მილიარდი ევრო შეადგინა.
კვლევაში ასევე მოყვანილია მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში სტიქიურ უბედურებათა რიცხვი მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული.
ევროპის გარემოს სააგენტოს მიხედვით, სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის უდიდესი ნაწილი დაზღვეული არ იყო, რამაც კონტინენტზე ათასობით ადამიანის ფინანსური მდგომარეობა სერიოზულად გააუარესა.
EEA ქვეყნებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს და ურჩევს სათბური გაზების გამოყოფა შეამციროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტიქიური კატასტროფების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ ადამიანურ და ფინანსურ მსხვერპლს გამოიწვევს.
მსგავსი კვლევა ჩაატარა ამერიკის მეტეოროლოგიურმა სააგენტომაც (NOAA), რომლის მიხედვითაც, 1980 წლიდან დღემდე მიყენებული ზარალი 2.1 მილიარდ დოლარს აღემატება - წერს „ევრონიუსი“.