8 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პენსიონერებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა

გამოცემა Travel Trivia წერს, რომ ბოლო დროს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეები საპენსიო ასაკის გატარებას უცხო ქვეყნებში ამჯობინებენ. წლების განმავლობაში დაგროვებული პენსია და დანაზოგი მათ საშუალებას აძლევს სასურველ ქვეყანაში გადასახლდნენ, სადაც ყველაფერი გაცილებით იაფია და ამასთან, ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

გთავაზობთ 8 საუკეთესო ქვეყანას მსოფლიოში, სადაც პენსიონერებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა შექმნილი.

ეკვადორი

1-1643978097.jpg

ეკვადორი პენსიონერების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. იმის მიუხედავად, რომ ეკვადორი პატარა ქვეყანაა, აქ წარმოდგენილია, როგორც მთა და ზღვა, ასევე ტროპიკული და მშრალი ადგილები. გამოცემის მიხედვით, ეკვადორში აშშ-სთან შედარებით ფასები საკმაოდ დაბალია და ამერიკელი პენსიონერებისთვის აქ ცხოვრება სავსებით შესაძლებელია.

მექსიკა

mexico-city-1643978135.jpeg

მექსიკა ამერიკელი პენსიონერებისთვის სასურველი მიმართულებაა. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მექსიკაში მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს. აშშ-სთან შედარებით მექსიკაში ფასები დაბალია, ამასთან, პენსიონერებს საშუალება აქვთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება საკმაოდ დაბალ ფასად მიიღონ.

კოსტა-რიკა

cr-1643978207.jpg

კოსტა-რიკა განსაკუთრებული პოპულარობით მრავალფეროვანი ბუნებით, დაბალი ფასებითა და ჯანდაცვის სისტემის გამო სარგებლობს. იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც დროის აქტიურად გატარება სურთ, კოსტა-რიკა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა.

პანამა

panama-city3-1643978268.jpeg

სხვა ქვეყნების მსგავსად პანამაშიც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. ამასთან, პანამის მოქალაქეობის მიღება ძალიან მარტივია და მსურველებს ხანგრძლივი პროცედურის გავალა არ უწევთ.

პორტუგალია

5616-1643978348.jpg

პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქვეყნად მიიჩნევა. ამასთან, წლის უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში მზიანია და ზამთარი არც ისე მკაცრია. უამრავი ამერიკელი თუ ევროპელი პენსიონერი ამჯობინებს საპენსიო ასაკი პორტუგალიაში გაატაროს.

კოლუმბია

coloo-1643978438.jpg

კოლუმბია სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა ამერიკელი პენსიონერებისთვის. იმისათვის, რომ ხანდაზმულებმა კოლუმბიაში ცხოვრების უფლება მიიღონ, უნდა წარადგინონ ცნობა, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი 750 დოლარს აღემატება.

მალაიზია

malaysia2-e1634207099694-1170x630jpg-1643978479.optimal.jpg

მალაიზია ერთადერთი აზიური ქვეყანაა, რომელიც სიაში მოხვდა. ქვეყანა პენსიონერებს ეგზოტიკურ ბუნებას, საუცხოო პლაჟებსა და გამორჩეულ ადგილობრივ სამზარეულოს სთავაზობს.

საფრანგეთი

com-fotolia-190502221-subscription-monthly-xxl-1643978513.jpg

საფრანგეთი მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნად ითვლება. ადგილობრივი კულტურის, არქიტექტურის და კულინარიის გამო საფრანგეთში საპენსიო ასაკის გატარება უამრავ ამერიკელ და ევროპელ ხანდაზმულს სურს. იმის მიუხედავად, რომ პარიზში ცხოვრება ძალიან ძვირია, ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც გაცილებით უფრო ბიუჯეტურად შეიძლება ცხოვრება.

ბექა ბერიაშვილი