თუკი მანქანის შეძენა გადაწყვეტეთ, უმჯობესია დრო დაუთმოთ ბაზრის მოკვლევას იმ მიზეზით, რომ თქვენზე მორგებული ავტომობილი შეიძინოთ. მანქანის შერჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მომხმარებელმა საკუთარი პრეფერენციები გამოყოს და სწორედ ამის შესაბამისად დაიწყოს სასურველი ავტომობილის ძიება. რა შეიძლება იყოს თქვენთვის უპირატესი? ზოგისთვის პრიორიტეტული მანქანის ვიზუალია, ზოგისთვის სისწრაფე, ვიღაც ფასს უყურებს, ვიღაცა კომფორტს, ერთისთვის ისაა მნიშვნელოვანი თუ რამდენად იაფი ჯდება ავტომობილის შენახვა, მეორესათვის კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გასათვალისწინებელია.
ხშირად, მომხმარებლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მანქანის ფასი და ეკონომიურობაა, თუმცა რას გულისხმობს ეს ცნებები მაშინ, როცა ავტომობილზე ვსაუბრობთ? ხშირად მომხმარებელი ცდილობს იაფად შეიძინოს მანქანა, თუმცა ავიწყდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს მომგებიანი იმ მიზეზებით, რომ ეს ავტომობილი შესაძლოა აღმოჩნდეს მალფუჭებადი, მარტივად უფუჭდებოდეს ნაწილები, ძვირი ჯდებოდეს და რთულად საშოვნელი იყოს მისი ნაწილები, ბევრს წვავდეს და ა.შ.
თუკი თქვენი პრიორიტეტი არის არა ავტომობილის ერთჯერადად იაფად შეძენა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი იაფი შენახვა, მაშინ ამ ბლოგში გთავაზობთ იმ ავტომობილების ჩამონათვალს, რომლებსაც გარკვეული მიზეზის გამო შეიძლება ეკონომიური ვუწოდოთ.
1. რამ შეიძლება განაპირობოს მანქანის ეკონომიურობა?
იმისთვის, რომ თქვენს მანქანას ეკონომიური უწოდოთ ალბათ ამის გასაზომად უპირველეს ყოვლისა მისი გადაადგილებისათვის საჭირო საწვავის ხარჯებს დაითვლით. ამ ხარჯის მინიმიზაციაში კი ყველაზე მეტად ჰიბრიდული ავტომობილი დაგეხმარებათ. ჰიბრიდული მანქანა განსხვავებით ბენზინსა თუ დიზილზე მომუშავე მანქანებისაგან მცირე რაოდენობის საწვავს მოიხმარს,ზოგჯერ კი მის გარეშეც გადაადგილდება. ჰიბრიდული მანქანის ეკონომიურად გამოყენება კი განსაკუთრებით ქალაქის პირობებშია შესაძლებელი. ზოგისთვის გასაკვირია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული ავტომობილი ქალაქში გადაადგილებისას უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე გზატკეცილებზე.
2. რომელ ეკონომიურ მანქანებს გირჩევთ მოგო?
საუბარი ჰიბრიდულ ავტომობილებზე დავიწყეთ და ზემოთ დასმულ კითხვაზე, თუ რომელ ეკონომიურ მანქანებს გირჩევთ მოგო - შემოგთავაზებთ ჰიბრიდული ავტომობილების რამდენიმე ვერსიას:
თუ ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, ამისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ გზას სწორედ მოგო გთავაზობთ, გაეცანით ჩვენს სტატიას თუ რა არის ავტო ლიზინგი და რატომ არის ავტო ლიზინგი - ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება.