საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარსდგა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი დანელიამ მიმდინარე პროცესებზე და საინვესტიციო გეგმებზე ისაუბრა.
„დღევანდელი მდგომარეობით მილიონ 200 ათასი ადამიანია გაწევრიანებული სქემაში, რაც შეეხება განთავსებულ თანხებს, როგორც იცით კანონიდან და საინვესტიციო მანდატიდან გამომდინარე დანაზოგები ამ ეტაპზე ბანკებშია განთავსებული და ჩვენი ბენეფიციარებისთვის საუკეთესო საინვესტიციო სარგებელს აგენერირებს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციიდან გამომდინარე, ჩვენი დანაზოგები ლარშია განთავსებული და ნაწილი, მათ შორის, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც მიჰყვება ინფლაციას. ინფლაცია ცვალებადი ეკონომიკური ცვლადია, დღეს შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს, ჩვენი მიზანი არის ინფლაციის დამარცხება გრძევადიან პერსპექტივაში. დღევანდელი მდგომარეობით, 5-6% ვჯობნით ინფლაციას, საუბარია 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე", - განაცხადა გიორგი დანელიამ.