ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება სატრანსპორტო საშუალებებიც. ის, რაც ათწლეულების წინ შესაძლოა, წარმოუდგენლად მოგვჩვენებოდა, დღეს აღარავის აკვირვებს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უცნაურ ტრანსპორტს, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილშია გავრცელებული.
Suspension Railway, გერმანია
ეს უჩვეულო მატარებელი გერმანიაშია. ის ლიანდაგებზე გადაადგილების ნაცვლად, მასზეა „ჩამოკიდებული“. მატარებელმა ფუნქციონირება 1902 წელს დაიწყო და დღეში საშუალოდ 85 000-მდე მგზავრს ემსახურება.
Autonomous Personal Pods, გაერთიანებული სამეფო
ეს უცნაური ტრანსპორტი, პოდი ლონდონში, ჰართროუს აეროპორტში მდებარეობს და ტერმინალებს შორის მგზავრები უსწრაფესად გადაჰყავს. ამჟამად ჰართროუს აეროპორტში სულ 21 პოდია და თითოეულს საშუალოდ დღეში 800 კაცი გადაჰყავს.
Yellowstone Snowcoach, აშშ
იქიდან გამომდინარე, რომ იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში ზამთრის პერიოდში გადაადგილება გართულებულია, სპეციალური ავტობუსი შექმნეს, რომლისთვისაც წვიმა და ტალახი დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
Bamboo Train, კოლუმბია
კოლუმბიის უმეტეს ნაწილში საავტომობილო გზები დაზიანებულია ან საერთოდაც არ არსებობს. ამასთან, ჯერ კიდევ შემორჩა რკინიგზის ლიანდაგები, სადაც მატარებლები აღარ დადიან. ამიტომ ადგილობრივებმა პატარა ავტომობილები ბამბუკისგან დაამზადეს, რომლებიც რელსებზე გადაადგილდება.
Windsleds, აშშ
Windsled-ებს აშშ-ის დიდ ტბებში საკმაოდ პრაქტიკულად იყენებენ. თბილ თვეებში ნავები წყალში მოტორის საშუალებით გადაადგილდებიან. მაშინ კი, როდესაც წყალი იყინება პროპელერის დახმარებით ნავებს ყინულზე გადაადგილებაც შეუძლიათ.
High-Speed Maglev Train, ჩინეთი
მაგნიტური მატარებლები გადაადგილების უსწრაფეს საშუალებად მიიჩნევა. მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მაგნიტური მატარებელი ჩინეთში 2021 წლის ივლისიდან ამოქმედდა და საათში 373 კილომეტრის გავლა შეუძლია.
Road-Rail Vehicles
ავტომობილები, რომლებსაც გადაადგილება რელსებზეც შეუძლიათ და დამოუკიდებლადაც დღესდღეობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებული.
Central Mid-Levels Escalator, ჰონგ-კონგი
ყველაზე უცნაური ესკალატორი ჰონგ-კონგში მდებარეობს. ის 20 ესკალატორისგან შედგება და ჰონგ-კონგის მთაგორიან ნაწილშია განთავსებული. ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და გარეუბანს ერთმანეთთან აკავშირებს. დილით ის გარეუბნიდან ცენტრის მიმართულებით მუშაობს, საღამოს კი პირიქით, რათა დასაქმებულებს სამსახურში წასვლა და წამოსვლა გაუმარტივოს. ესკალატორს დღეში 80 000-მდე ადამიანი იყენებს.
Airboats, აშშ
Airboat-ებს ძირითადად ჭაობიან ადგილებში იყენებენ, სადაც მოტორიანი ნავებით გადაადგილება რთულია.
Wicker Toboggans, პორტუგალია
ამ უცნაურ ციგებს არა თოვლიან ამინდში, არამედ ყოველდღიურად გზებზე გადაადგილებისთვის იყენებენ. ჯერ კიდევ 1850-იან წლებში მადეირას მაცხოვრებლები გაგრილების მიზნით ქალაქის გორაკზე ადიოდნენ, იქიდან კი ციგებით ეშვებოდნენ.