Forbes-ის მილიარდელთა რეიტინგში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი უმდიდრესი ადამიანების უმეტესობის ქონება მკვეთრად შემცირდა, ან უცვლელი დარჩა. გამონაკლისია მიხეილ შელკოვი, რომლიც Forbes-ის სიაში 4.8 მლრდ აშშ დოლარით 613-ე ადგილს იკავებს. უკანასკნელ დღე-ღამეში მისი ქონება 119 მლნ დოლარით გაიზარდა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Forbes-ის მილარდერთა რეიტინგით, ყველაზე მდიდარი რუსების ათეულს და მათი ქონების ცვლილებას ბოლო 24 საათის განმავლობაში:
- ვლადიმერ ლისინი - 29.6 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.8 მლრდ-ით შემცირდა
- ალექსი მორდაშოვი - 28.5 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- ლეონიდ მახელსონი - 27.2 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $2.4 მლრდ-ით შემცირდა
- ვლადიმერ პოტანინი - 26.9 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- ანდრეი მელნიჩენკო - 27.5 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $9 მლნ-ით შემცირდა
- ვაგიტ ალეკპეროვი - 24.8 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- გენადი ტიმჩენკო - 23.3 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $2.3 მლრდ-ით შემცირდა
- პაველ დუროვი - 17.2 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო დღე-ღამეში მისი ქონება უცვლელია
- ალიშერ უსმანოვი - 16.8 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $28 მლნ-ით შემცირდა
- რომან აბრამოვიჩი - 14.3 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $377 მლნ-ით შემცირდა
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად სცნო.