რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო, ამ დღიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებენ ქვეყანას ან როგორ აჩერებენ მუშაობას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები და კონცერნები რუსეთში.
გუშინ 2 მარტის მოსკოვის დროით საღამოს 8 საათიდან დღეს 3 მარტის დილის 8 საათამდე კი სასანქციო პაკეტის ამოქმედება გამოიხატა შემდეგი მიმართულებებით:
- მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა
- ევროკავშირი რუსეთში ევროს ბანკნოტების შეტანას კრძალავს
- Toyota აჩერებს ავტომობილების წარმოებას რუსეთში
- Mercedes-Benz აჩერებს ახალი ავტომობილების მიწოდებას რუსეთში
- ლიეტუვა და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დახურავენ საკუთარ პორტებს რუსული გემებისთვის
- გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრი აჩერებს ორმხრივ პროექტებს რუსეთში
- Embraer აჩერებს რუსეთში საკუთარი თვითმფრინავების მომსახურებას
- Wintershall Dea-მა ჩრდილოეთის ნაკადი 2 დატოვა
- მედიასერვისი Megogo რუსეთში მუშაობას აჩერებს
- ჩეხური ლუდი რუსეთის ტერიტორიაზე არ შევა
- Oracle აჩერებს მუშაობას რუსეთში
- H&M, Canon და Farfetch აჩერებნ მუშაობას რუსეთში
- ბრენდი Karl Lagerfeld ტოვებს რუსეთს
- გერმანიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა
- რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდის და მიღებულ ფინანსებს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც უკრაინის ომის ყველა მსხვერპლს დაეხმარება.
- კანადამ რუსული ენერგეტიკული კომპანიების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ 10 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.
- SWIFT-ის საბანკო სისტემამ განაცხადა, რომ მომავალ შაბათს, 12 მარტს, 7 რუსულ ბანკს თავისი გლობალური ქსელიდან გათიშავს
- თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების დაწესებას
- ბაიდენი არ გამორიცხავს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპროტის აკრძალვას
- ენტონი ბლინკენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა, რომელსაც 22 რუსული „თავდაცვასთან დაკავშირებული სუბიექტი“ ჰყავს მიზანში ამოღებული
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს გაყინოს რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები მის ქვეყანაში
სია მუდმივად განახლებადია და ჩამონათვალი შესაძლოა, არ ასახავდეს სრულ სურათს.