ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
როგორ შეიცვალა რუბლის კურსი ერთ კვირაში

რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ასევე რუსეთისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გავლენის შედეგად, ბოლო ერთ კვირაში რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მნიშვნელოვნად 28,4% და 26%-ით გაუფასურდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს (რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღეს) დადგენილი კურსით, ერთი დოლარი 80.41 რუბლი ღირდა, ერთი ევრო - 90.88 რუბლი. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 103.24 რუბლი გახდა, ევრო კი 114.55 რუბლი.