საფრანგეთმა რუს ოლიგარქს სუპერ-იახტა "Amore Vero" ჩამოართვა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში რუს ოლიგარქ იგორ სეჩინის, კუთვნილი, სუპერ-იახტა ჩამოართვა.

რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის "როსნეფტის" უფროსის იგორ სეჩინის იახტა, მარსელთან ახლოს, ფრანგმა მებაჟეებმა დააკავეს.

BBC - ის წერს, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებული ოლიგარქები „შოკირებულნი არიან“ იმის გამო, რომ მათი საკრედიტო ბარათები აღარ ფუნქციონირებს და ახლა ისინი - სეიფებიდან ნაღდი ფულის გამოყენებაზე გადადიან.

BBC იუწყება, რომ ფრანგებმა სწრაფად იმოქმედეს, როდესაც მებაჟეებმა შენიშნეს რუსი ოლიგარქის სეჩინის 88-მეტრიანი იახტა "Amore Vero" (ნამდვილი სიყვარული).

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ხუთი რუსი ოლიგარქის იახტა მიემართებოდა მალდივისკენ, რომელიც მათთვის უსაფრთხო ადგილად მოიაზრება, რადგან მას არ აქვს ექსტრადიციის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან.

ქრისტინე კაპანაძე