2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია.
ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია.
ევროპაში მოქმედი რეაქტორების პარკი მსოფლიო რეაქტორების მთლიანი რაოდენობის 27,2%-სა და დადგენილი მთლიანი სიმძლავრის 28,3%-ს შეადგენს.
ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურების ტოპ 5-ეული ასეთია:
ევროპის სხვა ატომური ელექტროსადგურები სიდიდის მიხედვით არის: საფრანგეთის ფლამანვილი (Flamanville) – 2764 მეგავატით; შვედეთის რინგჰალები (Ringhals) – 2288 მეგავატით; ჩეხეთის თემელინი (Temelin) – 2164 მეგავატით; ბულგარეთის კოზლოდუის (Kozloduy) აესი - 2040 მეგევატის სიმძლავრით; დიდი ბრიტანეთის ჰეიშამის (Heysham) A და B აესები - 1250-1360 მეგავატებით; უნგრეთის პაკსი (Paks) – 2000 მეგავატით; ფინეთის ოლკილუოტო (Olkiluoto) – 1840 მეგავატით; გერმანიის ისარი (Isar) – 1485 მეგავატით; რუმინეთის Cernavoda – 1411 მეგავატით; შვეიცარიის ლაიბშტადტი (Leibstadt) – 1275 მეგავატით; ესპანეთის ვანდელოსი (Vandellos) – 1087 მეგავატით; სლოვაკიის ბოუნიცა (Bohunice) – 1000 მეგავატით; სლოვენიის კრშკო (Krsko) – 727 მეგავატით; ნიდერლანდების ბორსელი (Borssele) – 515 მეგავატით.
აღსანიშნავია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილზეც არის და მას მხოლოდ ფუკუშიმა I და II აესები უსწრებს. ბოლო დრომდე ფუკუშიმა I და II-ის ჯამური სიმძლავრე იყო 8814 მეგავატს შეადგენდა. თუმცა ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრისა და ცუნამის) შედეგად 6 რეაქტორიდან 4 მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ