General Electric რუსეთში მუშაობას აჩერებს

ამერიკული კორპორაცია General Electric რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას აჩერებს, თუმცა არსებულ მომსახურებას ენერგეტიკაში მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება კონცერნმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

გამონაკლისი ასვე გახდება პირველადი საჭიროების სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ GE-ს ენერგომოწყობილობა რუსეთში შატურსკის ჰესზე და ტაიშეტის ალუმინის ქარხანაშია დაყენებული.

ცნობისათვის, რუსული Интер РАО გეგმავდა რუსეთში მაღალი სიმძლავრის გაზის ტურბინების წარმოებას GE-ს ლიცენზიით ამერიკულ კონცერნთან საზიარო ერთობლივ საწარმოში Российские газовые турбины. შეთანხმების თანახმად РГТ-მ მიიღო ტურბინების მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება 25 წლით. Интер РАО მანამდე აცხადებდა, რომ აპირებდა ოპციონის შეძენას GE-ს წილის ყიდვას ამ საწარმოში. РГТ-ს გასული წლის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ ლოკალიზაციის დონე მოსალოდნელია 90%-მდე არაუგვიანეს 2027 წლამდე. ამას გარდა РГТ-ს ბაზაზე GE-ის ტექნოლოგიით ხდება მცირე გაზის ტურბინების წარმოებაც.

რაც შეეხება მედიცინას, გასულ წელს GE შეუთანხმდა Русатом Хэлскеа-ს სამი მოდელის МРТ-ს წარმოების ლოკალიზებაზე რუსეთში.

შეგახსენებთ, GE აპირებს უკრაინას 4,5 მლნ დოლარის დახმარება გაუწიოს, აქედან 4 მლნ ტექნიკის სახით, ხოლო 500 ათასი ფულადი სახით.

კოკა კვირკველია