ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაუქმების ინიციატივით მიმართეს. მათი თქმით ამ შესაძლებლობამ რუს ოლიგარქებს საშუალება არ უნდა მისცეთ სანქციებს გაექცნენ და უზრუნველი ცხოვრება ევროკავშირის ტერიტორიაზე გააგრძელონ.
ცნობისთვის, „ოქროს პასპორტი“ არის განსაკუთრებული შეთავაზება არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირის მოქალაქეობას აძლევენ.
2011-დან 2019 წლამდე ამ გზით ევროკავშირში 20 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 130 000-ზე მეტმა პირმა მალტის, საბერძნეთის, პორტუგალიისა თუ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო.
Euronews-ის ინფორმაციით, მათ შორის ძალიან ბევრი რუსი ოლიგარქია.
ამიტომ ევროპარლამენტარებს სურთ რუს ოლიგარქებს ეს შესაძლებლობა შეუზღუდონ. უახლოეს მომავალში ამ საკითხის შესახებ განხილვა გაიმართება და უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში 2025 წლიდან „ოქროს პასპორტის“ მიღების უფლება მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს ექნებათ, მე-3 ქვეყნის მოქალაქეებს კი ამ პრივილეგიით სარგებლობის უფლება შეეზღუდებათ.
ამას გარდა, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ითხოვს, რომ „ოქროს პასპორტის“ გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი არა კონკრეტული ქვეყნის, არამედ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში უნდა ირიცხებოდეს.