2022 წლის 14 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 108,88 (-3.79) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 105,48 (-3.81) დოლარი/ბარელზე.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასმა $130-ს გადააჭარბა და 14 წლიანი რეკორდი მოხსნა. ფასების დამატებით ზრდას აშშ-ის, კანადისა და ბრიტანეთის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულმა ემბარგომაც შეუწყო ხელი. თუმცა, პიკის შემდეგ კლებამ დაახლოებით 17-18% შეადგინა. აღნიშნული არ ასახულა ქართულ ბაზარზე, სადაც ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი, რეგულარის ტიპის ბენზინის ფასიც კი 3.65 ლარს აღწევს. პრემიუმის ღირებულება კი, 3.75-ს.