უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრმა დასავლურმა ბრენდმა რუსეთი დატოვა, თუმცა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ქვეყანაში გახსნილი მაღაზიები, რადგან სხვადასხვა ბიზნეს გარიგებების გამო არ შეუძლიათ რუსეთიდან გასვლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Marks and Spencer, Burger King, სასტუმროების ჯგუფი Marriott და Accor შეზღუდულნი არიან კომპლექსური ბიზნეს შეთანხმებების გამო. კერძოდ, ფირმებმა ბიზნესი მესამე პირებს გადასცეს რუსეთში და დამოუკიდებელი ოპერაციების უფლება არ აქვთ.
რუსეთში M&S-ს აქვს 48 მაღაზია, Burger King-ს აქვს 800 რესტორანი, ხოლო Marriott-სა და Accor-ს აქვთ 28 და 57 სასტუმრო.
Marks and Spencer-ის მაღაზიებს მართავს თურქული კომპანია FiBA, რომელსაც აქვს უფლება გაყიდოს საცალო ვაჭრობის პროდუქტები აღმოსავლეთ ევროპაში 1999 წლიდან.
იმავდროულად, Burger King-ის მფლობელმა Restaurant Brands International-მა ასევე განუცხადა BBC-ს, რომ "გრძელვადიანი სამართლებრივი შეთანხმებები არ არის ადვილად ცვალებადი უახლოეს მომავალში".
Marriott- ის წარმომადგენლების თქმით კი, მისი სასტუმროები რუსეთში მესამე პირების საკუთრებაშია.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთად აღებული ეს ობიექტები ათასამდე პუნქტს ფლობენ, რომლით სარგებლობაც რუსეთში ამ დრომდე შესაძლებელია.