ესპანეთმა, სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქის იგორ სეჩინის სუპერ-იახტა დააკავა, რომელიც ექსპერტების მიერ 493 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული,"- ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
ესპანეთის სატრანსპორტო სამინისტროს განაცხადებით, იახტა, სახელად Crescent (ნახევამთვარე), იქამდე იქნება დაკავებული, სანამ ხელისუფლება არ დაადგენს გემის მფლობელს და გაარკვევს, არის თუ არა ის სანქცინირებული ევროკავშირის მიერ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
იახტა, ოთხშაბათს კატალონიის პორტში დააკავეს.
სეჩინი, რომელიც რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის როსნეფტის ხელმძღვანელია, ათწლეულების მანძილზე იყო პუტინთან დაახლოებული პირი. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც პუტინი სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ის შტაბის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და 2000 წელს პუტინს კრემლში გაჰყვა.
უნდა აღინიშნოს, ევროკავშირმა სეჩინს სანქციები თებერვალში დაუწესა, დიდმა ბრიტანეთმა კი მარტში.