მსოფლიოს განვითარების მაღალი ტემპის - გლობალიზაციის, ტექნოლოგიების, სატრანსპორტო თუ კოსმოსური მიღწევების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომელთა მონახულებაც ვიზიტორებისთვის ან ძალიან რთული, ან შეუძლებელია.
უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ადგილს განსაკუთრებული ისტორია უძღვის წინ, რომელიც ერთი შეხედვით მისტიურიცაა. შესაბამისად რთულია გულგრილი დარჩე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ტერიტორიებზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
წარმოგიდგენთ ამ ადგილების ათეულს:
ოთახი 39, ჩრდილოეთ კორეა
ჟურნალისტ კელი ოლსენის სიტყვებით, „ოთახი 39 არის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ორგანიზაცია მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებულ სახელმწიფოში“.
როგორც ცნობილია, 1970-იანი წლების ბოლოს შექმნილი ოთახი 39, ფხენიანში მუშათა პარტიის შენობის შიგნით მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოთახის შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება, მიიჩნევა, რომ დაწესებულება თანხებს კომერციული საწარმოების მეშვეობით აგროვებს, როგორც ლეგალური ისე არალეგალური გზებით.
კოკა-კოლას სარდაფი ატლანტაში, აშშ
Coca-Cola-ს რეცეპტი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ საიდუმლოდ და როგორც ცნობილია, მას სპეციალურად განკუთვნილ უსაფრთხოების სარდაფში იცავენ.
კოკა-კოლა 1886 წელს ჯონ პემბერტონმა შექმნა ატლანტაში. მისი რეცეფტი თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო, მხოლოდ მცირე ადამიანებმა შეძლეს გაეგოთ თუ ზუსტად რისგან შედგება სასმელი.
კომპანია 1919 წელს შეიძინა ინვესტორთა ჯგუფმა ერნესტ ვუდროფის ხელმძღვანელობით და 1920 წლიდან რეცეპტი უკვე ნიუ-იორკის ბანკში იყო დაცული. 1925 წელს კი Trust Company Bank-ს გადაეცა ატლანტაში.
2011 წელს კომპანიამ გადაწყვიტა კოკა-კოლის რეცეპტი გადაეტანა ატლანტას მუზეუმში, რომელსაც საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა სარდაფი, მათთვის დახურულია.
გველების კუნძული (კეიმადა გრანდე), ბრაზილია
სან პაულოს სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ეს კუნძული შესაძლოა იდეალურ ეგზოტიკურ ადგილად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია შხამიანი გველების შემოჭრის გამო დაუსახლებელი იყო.
კუნძულზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სახეობის გველები ბინადრობენ. სწორედ ამ მიზეზით ბრაზილიის მთავრობა კატეგორიულად კრძალავს კუნძულის მონახულებას.
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული
ჩრ. სენტინელის კუნძული დასახლებულია მსოფლიოში დარჩენილი რამდენიმე უკონტაქტო ტომისგან. ამ კუნძულის მკვიდრ მოსახლეობას, რომელსაც სენტინელებს უწოდებენ, თანამედროვე სამყაროსთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მეტიც 2006 წელს მათ ორი მეთევზე იმსხვერპლეს, რომლებიც ნავის დინებამ მათ ნაპირამდე მიყვანა.
ბჰანგარჰ ფორტი, ინდოეთი
ინდოეთის Times of India-ს მიხედვით, ბჰანგარჰ ფორტში შესვლისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა გამთენიისას ან მზის ჩასვლის შემდეგ, რადგან აქ გარეული ცხოველები ბინადრობენ.
ჩრდილოეთ ძმების კუნძული, აშშ
ყოველწლიურად ნიუ-იორკს მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რომელთაც სურთ ეწვიონ ქალაქის ყველა კუთხეს, თუმცა ერთ-ერთში შესვლა აკრძალული აქვთ.
ჩრდილოეთ ძმების კუნძულზე შესვლა წინასწარი ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან მისი ყველა შენობა სახიფათო მდგომარეობაშია.
პირველად 1614 წელს გამოცხადდა, რომ ჩრ. ძმების კუნძული მრავალ სასიკვდილო დაავადებასთან არის კავშირში. 1940-იან წლებში კი დადასტურდა რომ კუნძულზე ადამიანები მძიმედ ავადდებოდნენ.
1963 წელს ჩრდილოეთ ძმის კუნძული სრულად იზოლირდა და ნიუ-იორკის რეკრეაციული დეპარტამენტის საკუთრება გახდა, რომელიც ახლა ადგილს, ფრინველთა თავშესაფრად იყენებს.
დიეგო გარსია
აღმოსავლეთი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის მდებარე დიეგო გარსია მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტია აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის, რომელიც მთავარ სამხედრო ბაზას ფლობს.
ჯელტმენების კლუბი, დიდი ბრიტანეთი
წარმოუდგენელია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია. ალბათ მათ შორის ყველაზე ცნობილი ჯენტლმენთა კლუბია, რომელიც ძალიან პოპულარულია ბრიტანულ კულტურაში.
კლუბი დაარსდა 1693 წელს და მდებარეობს პიკადილიში, წმინდა ჯეიმსის ქუჩის 37-ში. კლუბის წევრები არიან პოლიტიკური ლიდერები, უფროსი ბანკირები და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებიც კი.
ქალების შეზღუდვა იმდენად მკაცრია, რომ მხოლოდ დედოფალმა ელიზაბეტმა შეძლო კლუბში შესვლა.
Telegraph-ის ცნობით, 2013 წელს დევიდ კემერონმა ნებაყოფლობით დატოვა კლუბი და თქვა: "შეძრწუნებული ვარ, რომ კლუბი არ იღებს ქალებს წევრებად. ჩემთვის ეს აუხსნელია“.
სურტსის კუნძული, ისლანდია
კუნძული სურტსი ისლანდიაში 55 წლის წინ წარმოიქმნა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეცნიერებს გაუჩნდათ მასზე დაკვირვების უნიკალური შესაძლებლობა. კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ წყლისა და ქარის ეროზიის გამო კუნძული ზომაში მცირდება, თუმცა მიუხედავად ამისა იუნესკოს მონაცემებით, კუნძულზე ამჟამად, დაახლოებით 89 სახეობის ფრინველი და 335 უხერხემლო ბინადრობს.
ამჟამად კუნძულის მონახულების უფლება მხოლოდ მკვლევარებს აქვთ.
ჯიანგსუს ეროვნული უსაფრთხოების მუზეუმი, ჩინეთი
2009 წელს ჩინეთმა ეროვნული უსაფრთხოების მუზეუმის კარი გახსნა.
ჯიანგსუს ეროვნული უსაფრთხოების მუზეუმი ნანკინში მდებარეობს და ასახავს ჯაშუშობისა და საიდუმლო სადაზვერვო სამსახურების ისტორიას ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი დღეებიდან 1920-იანი წლების ბოლომდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშური კამერების ან მოსასმენი მოწყობილობების (მათ შორის იარაღების) დათვალიერება საინტერესოდ ჟღერს, მუზეუმი სრულად ღია არ არის საზოგადოებისთვის, უცხოელებს კი, შესვლა, კატეგორიულად ეკრძალებათ, ხოლო ვისაც მუზეუმში შესვლის უფლება აქვთ, ეკრძალებათ ნებისმიერი ვიდეო და ფოტო გადაღება.
წყარო: businessinsider