ზოგიერთი ტიპის საწვავის ღირებულება 4 ლარს აცდა - რა ფასი დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. თბილისის დროით 11:30 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბარელის ფასმა 118,30 დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 2 დოლარით მეტია, გუშინ Brent-ის ტიპის საწვავი 116,9 დოლარი ღირდა. საწვავი ძვირდება საქართველოშიც, მეტიც დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი 4 ლარსაც აცდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

  • „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.85 ლარია; „რეგულარი“ – 3.70; სუპერი – 4; ევრო-დიზელი კი 3.90 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.80 ლარია.
  • „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.99 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.09 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.89 და 3.77 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.94 ლარი შეადგინა.
  • „გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.85 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.71; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.89 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.03 და 4.09 ლარია.
  • დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ - 3.86 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 3.73 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 4.06 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.95 ლარია.
  • რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.98 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” - 3.93 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.86 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.73 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.95 ლარი ღირს.
თაია არდოტელი