დღეიდან გადახდის სისტემა Western Union რუსეთში ფულად გზავნილებს წყვეტს. კომპანია მხოლოდ ტრანსსასაზღვრო ტრანსფერებს განახორციელებს. „კომერსანტის“ ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება საშინაო ოპერაციებზე დაბალი მოთხოვნის გამო მიიღო.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში დაზუსტებულია, რომ რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილი ფულადი გზავნილები, რომლებიც 24 მარტამდე არ არის განაღდებული, მიმღებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.
„თუ რუსეთიდან გამგზავნი პირი გადარიცხული თანხის დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის ფილიალში შეძლებს. 2022 წლის 24 მარტამდე რუსეთში გაგზავნილი და გაუნაღდებელი ფულადი გზავნილი მიმღებს დაუბრუნდება,“ - ნათქვამია Western Union-ის განცხადებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ