Reuters-ის ინფორმაციით, 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. ამ ინფორმაციას გამოცემა შვეიცარიულ კომპანია IQAir-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიულმა კომპანიამ ჰაერის ხარისხი მსოფლიოს 6 475 ქალაქში შეამოწმა და დაადგინა, რომ ჯანმოს სტანდარტების შესაბამისი დონე მხოლოდ 222 მათგანში დაფიქსირდა, რაც შემოწმებული ქალაქების მხოლოდ 3.4%-ს შეადგენს.
ჯანმოს ახალი რეკომენდაციების თანახმად ჰაერში მცირე მყარი ნაწილაკების - PM2,5 რაოდენობა კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
შესაბამისი სტანდარტები ძირითადად 3-მა ტერიტორიამ დააკმაყოფილა. ესენია საფრანგეთის ახალმა კალედონია, პუერტო-რიკო და ვირჯინიის კუნძულები.
აღნიშნული ადგილების შემდგე ყველაზე სუფთა ჰაერი ავსტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა. ამ ქვეყნებში PM2,5-ის რაოდენობა დაშვებულ ნორმას 1-2-ჯერ აღემატება.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ასე გამოიყურება - ჩადი, პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში. ამ ქვეყნებში ჰაერში PM2,5-ის მაჩვენებელი რეკომენდებულზე სულ მცირე 10-ჯერ მაღალია.
IQAir-ის მიხედვით, დედაქალაქებს შორის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ნიუ-დელიშია.
რაც შეეხება საქართველოს IQAir-ის მიხედვით, კუბურ მეტრზე PM2,5 რაოდენობა დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აღემატება და 21 მიკროგრამს შეადგენს.
შედარებისთვის, აზერბაიჯანში PM2,5 რაოდენობა 17.6 მიკროგრამია, სომხეთში - 33.9, თურქეთში - 20, რუსეთში კი 12.3.