რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს, რისი მიზანიც რუსეთის ეკონომიკაზე ძლიერი დარტყმის მიყენებაა.
BBC-ის ინფორმაციით, მკაცრი სანქციების დაწესებიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთში ცხოვრება საკმაოდ გაძვირდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქვეყანაში ფასები სულ მცირე 14%-ით გაიზარდა.
გამოცემის ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსული რუბლი მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 22%-ით გაუფასურდა, რამაც პროდუქტების ფასები დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გაზარდა.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა საფონდო ბირჟა რამდენიმე კვირით შეაჩერა და ახლა ნაწილობრივ გახსნა, ვალუტის კურსის თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნება ქვეყანას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.
რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შაქარი, ფასი დროის მოკლე მონაკვეთში დაახლოებით 37%-ით გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, ფასები ასევე მკვეთრად გაიზარდა ხილსა და ბოსტნეულზე, განსაკუთრებით კი ხახვზე. ასევე გაძვირდა ჰიგიენური საშუალებებიც.
ფასების მკვეთრად მატების ფონზე რუსეთის მოსახლეობა ცდილობს საკვები პროდუქტები მოიმარაგოს, რადგან დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
ამას გარდა, ქვეყანაში ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი ბაზრიდან გასვლამ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა.
რა სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?
გთავაზობთ მოკლე სიას, სადაც ჩამოთვლილია ის სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს.
(წყარო - „ბიბისი“)