საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია

2021 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2;

მშენებლობა – 2 209.5 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 133 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

განათლება - 915.9 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 042 ლარი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 063 ლარი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 100.7 ლარი.

თაია არდოტელი