კანადის რამდენიმე მსხვილმა ქსელურმა სუპერმარკეტმა მიიღო გადაწყვეტილება გაყიდვიდან ამოიღოს პროდუქცია, რომელსაც აქვს რუსული წარმომავლობის ეტიკეტირება Made in Russia. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Globe and Mail ავრცელებს.
რუსული და პირდაპირ რუსეთთან არსებული პროდუქცია გაყიდვიდან უკვე მოხსნეს ისეთმა სუპერმარკეტებმა როგორებიცაა Empire Company, Metro, Loblaw Companies. ასორტიმენტიდან გამქრალია ბურახი, მზესუმზირა, რამდენიმე სახეობის ტკბილეული. კომპანიები აპირებენ მომწოდებლებს უარი უთხრან ამ პროდუქციის შემდგომი მიწოდებისგან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კანადის სუპერმარკეტებმა დაიწყეს რუსული ალკოჰოლის ამოღება ქსელიდან, ძირითადად ეს შეეხო არაყს.