2021 წელს საქართველომ ჯამში, 19,709 ტონა (54,733 მლნ აშშ დოლარი) შოკოლადის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 64,7% რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ 10,935 ტონა (25,745 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი რუსეთიდან, ხოლო 4,075 ტონა (11,183 მლნ აშშ დოლარი) უკრაინიდან შემოიტანა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
გარდა ამისა, შოკოლადი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდანაც: სომხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, თურქმენეთი, ბელარუსი, საფრანგეთი, უზბეკეთი, ბულგარეთი და აშ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) საქართველომ 2,605 ტონა (8,435 მლნ აშშ დოლარი) შოკოლადის იმპორტი განახორციელა. აქედან 1,295 ტონა (3,595 მლნ აშშ დოლარი) რუსეთიდან, ხოლო 590.1 ტონა (1,940 მლნ აშშ დოლარი) უკრაინიდან.