ტოპ 5 წიგნი თქვენი პროფესიული განვითარებისთვის

მხატვრული ლიტერატურის კითხვა განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, ზოგადი ცოდნის გასაღრმავებლად კარგია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტულ პროფესიულ თემებზე დაწერილი წიგნები, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიურობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

პროფესიული, ბიზნესლიტერატურა აფართოებს თვალსაწიერს, აუმჯობესებს ვერბალური კომუნიკაციისა და სხვა უნარებს და კონკრეტულ სფეროებში უფრო უახლეს ცოდნას გვაძლევს. მისი მეშვეობით ვიღებთ სიღრმისეულ ცოდნას ჩვენს სფეროში არსებული უახლესი მიდგომების შესახებ, ვეცნობით საინტერესო მაგალითებს, ტექნიკებს, ვიუმჯობესებთ საკომუნიკაციო და სხვა უნარებს, ვხდებით უფრო ემპათიურები, საშუალება გვეძლევა, მოვლენები სხვადასხვა პრიზმაში დავინახოთ და გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით.

წიგნის კითხვის დღესთან - 23 აპრილთან დაკავშირებით პროფესიული ლიტერატურის პოპულარიზაცია ჩვეულებრივზე მეტად აქტიურდება. გამომცემლობები დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობენ სხვადასხვა აქციასა და საინფორმაციო შეხვედრას, რათა სასურველი და საჭირო წიგნების შერჩევაში დაეხმარონ. ჩვენს ქვეყანაში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. გამომცემლობა „პალიტრა L-ის” პროექტი „ლურჯი ოკეანე“ გეგმავს, მიმდინარე თვეში მკითხველს უფრო მეტი აქცია შესთავაზოს, რათა ბიზნესლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

პროფესიული განვითარებისთვის კი გირჩევთ ტოპ 5 წიგნს, რომელთა ავტორები წარმატებული ბიზნეს ლიდერები არიან, მათი ნამუშევრები კი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს დაეხმარა, ცვლილებები მოეხდინათ:

მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა

შთაგონებისა და მცირე ისტორიული დისკურსისთვის გთავაზობთ კარლო ბატას მიერ შეკრებილ საუკეთესო მიმართვებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში ცნობილმა ლიდერებმა წარმოთქვეს.

38 გამოსვლისგან შემდგარ წიგნში იპოვით უინსტონ ჩერჩილის, ალბერტ აინშტაინის, მარტინ ლუთერ კინგის, ოპრა უინფრის, დედოფალ ელიზაბეტის, ბარაკ ობამასა და სხვა ლიდერების მიმართვებს, რომლებსაც თან ერთვის ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა.

ზოგადი ცოდნის მისაღებად და მსოფლიო ლიდერების გამოსვლის ტექნიკის უკეთ გასაცნობად, რაც შეიძლება, თავადაც დაგეხმაროთ, გირჩევთ, ეს 38 მიმართვა წაიკითხოთ.

277898693-1927942174079806-8006502972100922938-n-1649680718.png

ჯორდან პიტერსონი - ცხოვრების 12 წესი

თუ ბიზნესლიტერატურის ერთგული მკითხველი ხართ, ჯორდან პიტერსონის სახელი აუცილებლად გექნებათ გაგონილი. პიტერსონი კანადელი კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორია ტორონტოს უნივერსიტეტში. მისი სწავლების სფეროებია პათოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და პიროვნების ფსიქოლოგია; რაც შეეხება ინტერესის სფეროებს - რელიგიის ფსიქოლოგია და ფსიქოიდეოლოგიური რწმენა, პიროვნებისა და საკუთარი თავის წარდგენის ფსიქოლოგია.

ავტორიტეტული ფსიქოლოგისა და ავტორის წიგნები პროფესიულ წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პიტერსონი ნამუშევრები უკვე 20 წელზე მეტია გამოიცემა და ყოველთვის ინტერესისა და მსჯელობის საგანი ხდება. მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა „ცხოვრების 12-მა წესმა“, რომელში გამოთქმული იდეებიც ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა.

პიტერსონი საუბრობს პირადი ცხოვრებისა და კარიერის, ღირებულებების, იდეების, ყოველდღიური ჩვევების შესახებ, მარტივად განგვიმარტავს, რა გვჭირდება უკეთესი მიღწევებისა და იმ ცხოვრებისთვის, რომლის შექმნასაც ყოველდღიურად ვცდილობთ.

ავტორის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, მისი ქონება ამჟამად 8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

277455072-1045694379688780-4653573954514191142-n-1649680800.png

მიშელ ობამა - როგორ გავხდი ის, ვინც ვარ

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის მიშელ ობამას მემუარები - „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“, მოიცავს ძალიან გულწრფელ, ემოციებით სავსე ისტორიებს, რომელიც როგორც ბავშვობაში, ისე უკვე თეთრ სახლში ვითარდება.

მიშელ ობამა მიზანდასახული ბავშვი იყო, თუ რამე არ გამოსდიოდა, აგრძელებდა მუშაობას, სანამ შეცდომას არ გამოასწორებდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრებისას მასწავლებელმა მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა, მიშელმა შეძლო და ჩააბარა პრინსტონის უნივერსიტეტში.

თავის მემუარებში მიშელ ობამა საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან ქალები - სამსახურის გასაუბრებებზე სიარული მაშინ, როცა ბავშვის დამტოვებელი არ გყავს, შენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და სხვა. საინტერესოა, როგორ დაძლია ცხოვრებისეული სირთულეები ყველაზე ძლიერი თავისუფალი ქვეყნის ყოფილმა პირველმა ლედიმ და როგორ მივიდა თეთრ სახლამდე? - ამ ყველაფერს მის წიგნში წაიკითხავთ.

277893518-296724492611802-4306124809298296112-n-1649680842.png

ეკჰარტ ტოლე - აწმყოს ძალა

ჩვენ ყოველ დილით ვიცით, რით დავკავდებით დაძინებამდე: დილის ყავის რიტუალი, შემდეგ სამსახური, სახლი, დასვენება, რამის ყურება ან წაკითხვა და ძილი. კვირის განმავლობაში ვგეგმავთ, როგორ გავატარებთ უქმეებს და საკუთარ ცხოვრებას ერთ დიდ რუტინაში ვაქცევთ, რაშიც ცუდი ნამდვილად არაფერია, თუმცა ერთფეროვნება და მუდმივად კომფორტის ზონაში ყოფნა უმეტესად კლავს კრეატიულობას და ადამიანს ჩარჩოებში აქცევს.

„აწმყოს ძალა“ არის წიგნი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას, მის ანალიტიკურ გონებასა და ეგოს სხვაგვარად დაგანახებთ. შორიდან შეგახედებთ საკუთარ თავს და დაგარწმუნებთ, რომ ცვლილებები აუცილებელია.

277359422-1340296183133327-2489585320635590749-n-1649680886.png

ბრაიან თრეისი - მიზნები

თუ ბიზნესლიტერატურის კითხვა მხოლოდ ახლა დაიწყეთ, ბრაიან თრეისის მარტივი ენით, სხარტად დაწერილი წიგნები სწორედ თქვენთვისაა. მისი „შეჭამე ბაყაყი“ დღესაც ერთ-ერთი ბესტსელერია და პოპულარობას წლებია არ კარგავს, მიზნები კი მისი ხაზის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც ასევე დაგაინტერესებთ.

წიგნი მათთვისაა, ვისაც სწრაფად წინსვლა და წარმატების მიღწევა სურს, თუმცა ამისი სწორი გზა ჯერაც არ აურჩევია. თავდაპირველად, მნიშვნელოვანია, სწორად დავისახოთ მიზნები და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მიღწევის გონივრული მეთოდები. ბრაიან თრეისი კი გვთავაზობს მეთოდებს, როგორ გავაკეთოთ ეს.

277459408-1131540697693184-1881046221666026387-n-1649680919.png