იანვარ-მარტში პერსონალური კომპიუტრების მსოფლიო გაყიდვები 5,1%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გლობალური გაყიდვები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%ით შემცირდა. გაყიდვებმა 80,5 მლნ ეგზემპალრი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს International Data Corporation-ის (IDC) მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბაზრის დინამიკა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, მიუხედავად მიკროჩიპების დეფიციტისა და ლოგისტიკური პრობლემებისა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები სულ ცოტა 10%-ით იზრდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება მწარმოებლებს, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ლიდერობა შეინარჩუნეს ჩინურმა მწარმოებლემა Lenovo და ამერიკულმა კომპანიამ HP Inc. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში მათ კლება დაუფიქსირდათ. მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან ამერიკული Dell და Apple Inc., მათ შემთხვევაში კი გაყიდვების წილი მზარდია. მეხუთე ადგილს იყოფს Acer და Asus.

პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები მლნ ერთეული:

compp-1649745919.jpg

კოკა კვირკველია