ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი, 57 წლის ბორის ჯონსონი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. იგი ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად, ქარიზმატულ ადამიანად და საინტერესო პოლიტიკოსად მიიჩნევა.
თუმცა, სანამ ჯონსონი პოლიტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, ძალიან საინტერესო და რთული გზა გაიარა. ბრიტანული გამოცემების მიხედვით, დღეს იგი 2 მილიონ დოლარს ფლობს და პრემიერ- მინისტრის პოსტზე წლიურად 371 000 დოლარს გამოიმუშავებს.
ბავშვობა
ალექსანდრე ბორის დე პფეფელ ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. ჯონსონის მშობლები მოგვიანებით ამერიკიდან ინგლისში გადავიდნენ.
ბორისს ძირითადად დედა ზრდიდა, რადგან მამას სამსახურის გამო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხშiრად უწევდა მოგზაურობა. ბავშვობაში ბორის ჯონსონი სმენადაქვეითებული იყო, მას სმენის აღსადგენად მოგვიანებით რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. დედა შვილების განვითარებაზე საკმაოდ კარგად ზრუნავდა, მათ მაღალინტელექტუალური აქტივობებით აკავებდა და სხვადასხვა ენების შესწავლაში ეხმარებოდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ჯონსონის ყველაზე სანუკვარი სურვილი ადრეულ ასაკში იყო - “გამხდარიყო მსოფლიოს მეფე“...
ბორისმა საშუალო განათლება პრიმროზ ჰილის დაწყებით სკოლაში მიიღო. 1973 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბრიუსეში გადავიდა, სადაც მან სწავლა ევროპულ სკოლაში განაგრძო და ფრანგული ენა შეისწავლა.
თუმცა, მალევე ბორისის დედას, შარლოტას ნერვული აშლილობა დაეწყო და კლინიკური დეპრესიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები 1975 წელს ინგლისში დაბრუნდნენ, ისინი აღმოსავლეთ სასექსის მოსამზადებელ სკოლა-ინტერნატში იზრდებოდნენ. სწორედ აქ ისწავლა ნიჭიერმა ბორისმა რაგბი, ძველი ბერძნული და ლათინური ენები. მაგრამ, მოგვიანებით ბორისმა გაიხსენა, რომ ინტერნატში ცხოვრება არ მოსწონდა, იქ მას აღმზრდელები სცემდნენ და მკაცრად სჯიდნენ...
1980 წელს ბორის ჯონსონის მშობლები განქორწინდნენ...
“ბავშვობაში ძალიან ცელქი და ცბიერი ბავშვი ვიყავი. ჩემი სურვილი იყო ლონდონის გარშემო მეტროთი მემოგზაურა ბრიტანეთის მუზეუმის მოსანახულებლად. ამით საუკეთესო დროს ვატარებდი“, - წერს ბორის ჯონსონი...
სტუდენტობა
1977 წელს ჯონსონმა ეტონის კოლეჯში სამეფო სტიპენდია მიიღო. მან სწავლისას თავისი საშუალო სახელი ბორისის ნაცვლად ალექსანდრედ გადაიკეთა. კოლეჯში მას ყველა "ექსცენტრიულ ინგლისელად“ იცნობდა.
ის პოპულარული და ცნობილი იყო ეტონში, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია მის დახასიათებაში წერდა, რომ ჯონსონი თვითნება, ზარმაცი და უდისციპლინო იყო, რომელიც სულ აგვიანებდა.
ჯონსონი კოლეჯის დებატების მდივანი და სკოლის გაზეთის - The Eton College Chronicle-ის რედაქტორი იყო. 1981 წლის ბოლოს იგი აირჩიეს Pop-ის წევრად.
1983 წლის ბოლოს ჯონსონმა ოქსფორდში ჩააბარა. ის იყო ოქსფორდის სტუდენტების თაობიდან, რომელიც მოგვიანებით 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში ბრიტანეთის პოლიტიკასა და მედიაში დომინირებდა, მათ შორის, დევიდ კამერონი, უილიამ ჰეიგი, მაიკლ გოუვი, ჯერემი ჰანტი და ნიკ ბოულზი გახდნენ კონსერვატიული პარტიის მაღალი დონის პოლიტიკოსები.
1984 წელს ჯონსონი ოქსფორდის კავშირის მდივნად აირჩიეს.
1987 წლის სექტემბერში ჯონსონი მოსტინ-ოუენზე დაქორწინდა. იმავე წელს მან The Times-ში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. თუმცა, გამოცემიდან მალევე გაათავისუფლეს, რადგან ჯონსონმა მეფე ედუარდ II-ის სასახლის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ დაწერილ სტატიაში ციტატა შეცდომით დაწერა. რედაქტორმა ამის შემდეგ იგი სამსახურიდან დაითხოვა.
1989 წლიდან 1994 წლამდე ბორისი The Daily Telegraph-ში მუშაობდა.
1993 წლის აპრილში ბორისი და მისი მეუღლე განქორწინდნენ.
2001 წელს ჯონსონი პარლამენტში აირჩიეს. 2008 წელს კი ლონდონის მერი გახდა, რის გამოც თემთა პალატა დატოვა. 2012 წელს მერად ხელახლა აირჩიეს.
2019 წელს კი ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრად დაინიშნა. იგი მოღვაწეობას დღემდე აგრძელებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ - ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა.
Celebritynetworth -ის მონაცემებით, ბორის ჯონსონის ქონების წმინდა ღირებულება დღეს 2 მილიონი დოლარია.
პრემიერ-მინისტრობამდე ერთი წლის განმავლობაში ბორისმა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 450,000 დოლარი მისი ყოველკვირეული რუბრიკის Daily Telegraph ხელფასს შეადგენდა.
გარდა პოლიტიკური კარიერისა, ბორისი ასევე ცნობილია როგორც ავტორი, რომელმაც დღემდე გამოაქვეყნა 11 წიგნი.
ბოლოს ბორის ჯონსონი 24 წლით უმცროს ქერი საიმონდსზე დაქორწინდა, რომელიც მოგვიანებით მეუღლის გვარზე გადავიდა და ქერი ჯონსონი გახდა.
უძრავი ქონება
loveproperty.com -ის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამჟამად ცხოვრობს დაუნინგ სტრიტზე, 11 ნომერში, რომელიც 6 მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა იგი რამდენიმე რაზიდენციას ფლობს.
ბორის ჯონსონის ოქსფორდის ფერმა
2003 წელს, The Spectator-ის რედაქტორად მუშაობის დროს, ჯონსონმა ჩრდილოეთ ვესტონში მდებარე წყნარ სოფელ ოქსფორდშირში 4-ოთახიანი აგარაკი 895,000 დოლარად შეიძინა.
ზღაპრულ კოტეჯს, რომელიც ცნობილია, როგორც ძველი ფერმის სახლი, აქვს 2,659 კვადრატული ფუტი შიდა სივრცე საკუთარი ეზოთი, რომელიც გაშლილია 2 სართულზე. აქვს დიდი მისაღები ოთახი, სასადილო და ფართო სამზარეულო, მოპირკეთებული ქვის იატაკით.
ყოფილი ლონდონის თაუნჰაუსი
ჯონსონს ასევე ჰქონდა რეზიდენციები ცენტრალურ ლონდონში, სადაც ის ცხოვრობდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გადასვლამდე. სახლი ისლინგტონში, მისმა მეორე მეუღლემ, მარინა უილერმა, 2009 წელს იყიდა და იქ 2018 წელს, გაყოფამდე ცხოვრობდნენ.
ბორისი კიდევ რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს, ისინი გრანდიოზულობით არ გამოირჩევიან.