საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ამის მიზეზი კი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა გახდეს. კერძოდ, 1-ლი მაისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 313 დოლარიდან ტონაზე 372,2 დოლარამდე გაიზრდება. ასევე, 1-ლი მაისიდან მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადი დაწესდება და ტონაზე 96,3 დოლარი იქნება. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტონა ზეთზე გადასახადი მარტში 260,1 დოლარს შეადგენდა, თებერვალში - 251,4 დოლარს, იანვარში - 280,8 დოლარს, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარს, ნოემბერში - 194,5 დოლარს, ოქტომბერში - 227,2 დოლარს, ხოლო სექტემბერში - 169,9 დოლარს.
მაისის ახალი გადასახადი გამოითვლება ტონაზე საორიენტაციო ფასის, 1,531,8 დოლარის საფუძველზე, რაც აპრილში 1,447 დოლარს, მარტში 1,371 დოლარს, თებერვალში 1,359,2 დოლარს, იანვარში 1,401,2 დოლარს, დეკემბერში 1,395,4 დოლარს, ნოემბერში 1,492 დოლარს, ოქტომბერში 1,27 დოლარს, სექტემბერში კი 1,242,8 დოლარს შეადგენდა.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადის გამოანგარიშებას იწყებს, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. ამ დღიდან ის ტონაზე 96,3 დოლარი იქნება და გამოითვლება ტონაზე 322,7 დოლარის საორიენტაციო ფასის საფუძველზე.
მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებს. მისი ოდენობა საბაზისო ფასს (ტონაზე 1000 დოლარის) და თვის საორიენტაციო საშუალო ფასს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.
„მზესუმზირის დემპფერის მექანიზმი რუსეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იმუშავებს.
ცნობისათვის, საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ სულ 1 914 ტონა (2,968 მლნ დოლარის ღირებულების) ზეთი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 76,7% - 1 469 ტონა (2,193 მლნ დოლარი) სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ