სტარტაპ ბიურო, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ერთერთი მთავარი მხარდამჭერი, Oracle-ის პარტნიორი ხდება Oracle for Startups პროგრამის ფარგლებში. მეწარმებაში 40-წლიანი გამოცდილებით, Oracle სტარტაპებს საკუთარ ტექნოლოგიურ და ბიზნეს რესურსებს სთავაზობს და ინოვაციური პროექტების დანერგვაში ეხმარება. სტარტაპ ბიურო უკვე 44 000-ზე მეტ ინდივიდსა და ასობით სტარტაპს დაეხმარა თავისი უნიკალური ღონისძიებების, ჰაკათონების, აქსელერაციის პროგრამებისა და კონკურსების მეშვეობით.
სტარტაპ ბიურო და Oracle for Startups ერთობლივი ძალისხმევით საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ისარგებლონ Oracle-ის ტექნოლოგიური, ბიზნეს და მენტორული რესურსებით:
„გვიხარია, რომ Oracle for Startups-ის პარტნიორები ვართ და უამრავი სარგებელის შეთავაზება შეგვიძლია ქართული სტარტაპებისთვის. ეს პარტნიორობა თანხვდება ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში წამყვანი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით. Oracle-ის რესურსები კი მსოფლიოში საუკეთესოა,” - აცხადებს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.
ქლაუდ კრედიტებთან ერთად, Oracle for Startups სტარტაპებს დახმარებას სთავაზობს იმ ეტაპზეც, როცა ისინი ბიზნესის ზრდისთვის მზად არიან და წვდომას აძლევს Oracle-ის მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე. “ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდ პოტენციალს ვხედავთ; და მოხარულნი ვართ სტარტაპ ბიუროსთან დაპარტნიორებითა და ჩვენს პროგრამაზე ცნობიერების ამაღლებით, რაც საშუალებას მისცემს სტარტაპებს, გაიზარდონ და განვითარდნენ,” - განაცხადა ანა ვარდანიანცმა, Oracle Cloud-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა. სტარტაპ ბიუროს შესახებ.
სტარტაპ ბიურო თბილისში მდებარე ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობს და ორგანიზებას უწევს ჰაკათონებს, ბიზნეს ბანაკებს, ინკუბატორებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეების, ინოვატორებისა და შემოქმედების უნარებისა და შესაძლებლობების ზრდაზე.