მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების გაყიდვები 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური კომპანია Canalys-ი ავრცელებს.
"აღნიშნული კლება არის ყველაზე ცუდი კლება კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე. ეს კი განპირობებულია არასახარბიელო ეკონომიკური პირობებითა და დაბალი სეზონური მოთხოვნით" - წერია ინფორმაციაში.
Canalys-ის ექსპერტის ნიკოლ პენის ცნობით, ომიკრონ შტამის გავრცელებამ სხვადასხვა რეგიონებში და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად გამოწვეულმა გაურკვევლობამ გავლენა იქონია სმარტფონების გლობალურ მიწოდებაზე.
ორგანიზაციის ცნობით, Samsung Electronics-მა იანვარ-მარტში გაყიდვების მხრივ პირველი ადგილი დაიკავა, მასზე მოვიდა სრული გაყიდვების 24%, მაშინ როცა გასულ წელს 22%, გასული წლის მეოთხე კვარტალში კი 19% ეკავა.
15%-დან 18%-მდე გაზარდა საკუთარი წილი Apple-მაც და ის მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე კი ჩინური Xiaomi დარჩა 13%-იანი წილით, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე დაბალია (14%). მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან ასევე ჩინური – OPPO (მათ შორის OnePlus) და vivo. მათი წილი ბაზარზე 11 და 10 პროცენტებია.