2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობის - 2.341 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 11 698 ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, უცხოეთში 624 ათასი აშშ დოლარის 3 195 ტონა კარტოფილი გაიყიდა. შედეგად გამოდის, რომ როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობით, წელს კარტოფილის ექსპორტმა 250%-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მოცულობით საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ფაქტობრივად, არცერთ წელს არ განხორციელებულა. წლიური მაჩვენებლების მიხედვით კი, ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი 2021 წელს გავიდა, კერძოდ, შარშან უცხოეთში ქვეყანამ 16,8 მლნ დოლარის ღირებულების 50 127 ტონა კარტოფილი გაყიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი გაიტანა:
რაც შეეხება კონკრეტულად მარტს, გასულ თვეს კარტოფილი მხოლოდ 3 ქვეყანაში გავიდა:
რაც შეეხება გასულ წლებს, საექსპორტო ჩამონათვალში არ იყვნენ: უკრაინა, სომხეთი და მოლდოვა. 2021 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქმენეთსა და ჰონ-კონგში გაყიდა.