„გასულ წლებთან შედარებით წელს რუსი ტურისტები ძალიან ცოტანი არიან“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა განაცხადა.
შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ქუჩებში ნამდვილად ძალიან ბევრი რუსია, თუმცა ისინი, არა ტურისტები, არამედ საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანები არიან.
„რუსეთიდან და ბელარუსიდან სასტუმროებში ჯავშნები სულ 1-2 დღით იყო. Booking-ით ჯავშნიდნენ და რჩებოდნენ ბინის პოვნამდე. ასევე ბელარუსებიც. ესეც პირველი ტალღა იყო. არც აქამდე და არც ახლა სასტუმროებში ისინი არ რჩებიან.
მეტიც, გასულ წლებთან შედარებით წელს რუსი ტურისტები ძალიან ცოტანი არიან. გასაგებია, რომ ისინი ასე კვალიფიცირდებიან, როცა 1 ღამეზე მეტს ატარებენ შემოსვლის შემდეგ ქვეყნაში, მაგრამ რეალურად ისინი არ არიან ტურისტები. ჩვენ პირდაპირი მიმოსვლა არ გვაქვს, ბევრ ქვეყნას ფრენა აქვს შეჩერებული მათთან და საკმაოდ ძვირია მათთვის საქართველოში ჩამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ქალაქში რუსები ძალიან ჭარბად არიან და ეს თვალსაჩინოა, ეს ხალხი ტურისტები არ არინ. უმეტესობა, დროებით საცხოვრებლად არიან ქვეყანაში“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ შალვა ალავერდაშვილმა.