მანქანების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) საქართველოში 211,064 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 197,046 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 94,891 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 86,573 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ და ვყიდით მსუბუქ ავტომობილებს.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ- მარტში საქართველომ ავტომობილები შეიძინა:
- აშშ - 110,025 მლნ აშშ დოლარი
- იაპონია - 41,917 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 22,961 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 14,816 მლნ აშშ დოლარი
- კორეა, რესპუბლიკა - 2, 300 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი - 1,806 მლნ აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,800 მლნ აშშ დოლარი
- ბელგია - 1,785 მლნ აშშ დოლარი
- კანადა - 1,743 მლნ აშშ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო - 1,593 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის იანვარ- მარტში საქართველოდან ავტომობილები გავიდა:
- აზერბაიჯანი - 50,890 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 9,575 მლნ აშშ დოლარი
- ბელგია - 8,395 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 7,154 მლნ აშშ დოლარი
- ყირგიზეთი - 3,645 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 3,124 მლნ აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,622 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი - 2,198 მლნ აშშ დოლარი
- ტაჯიკეთი - 1,635 მლნ აშშ დოლარი
- მოლდოვა - 1,327 მლნ აშშ დოლარი