2022 წელს საქართველომ უცხოეთში რეკორდულად დიდი რაოდენობით საზამთრო იყიდა. იანვარ-აპრილში ქვეყანაში სულ 547,6 ტონა ახალი საზამთრო შემოვიდა, რაც 300%-ზე მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საზამთროს ასეთი დიდი მოცულობით იმპორტი ქვეყანაში ფაქტობრივად, არ განხორციელებულა.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის 4 თვეში საქართველომ უცხოეთში 547,6 ტონა (102,9 ათასი დოლარი) საზამთრო იყიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 136,6 ტონა (22,17 ათასი დოლარი).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს 4 თვეში საზამთრო 3 ქვეყანაში ვიყიდეთ:
- ირანი - 528,5 ტონა (92,8 ათასი დოლარი)
- თურქეთი - 13,8 ტონა (2,79 ათასი დოლარი)
- ნიდერლანდები - 5,15 ტონა (7,3 ათასი დოლარი)