1-თვიანი ულიმიტო ტრანსპორტი მხოლოდ 9,50 ევროდ - შესანიშნავი შეთავაზებაა ნებისმიერ დროს, თუმცა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაუფასურებული ეროვნული ვალუტისა და პროდუქტებზე მომატებული ფასების დროს, განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება.
როგორც CNN წერს, ამ დღეებში, გერმანიის მთავრობამ მიიღო კანონი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვიური აბონიმენტის 9,50 ევროს ოდენობის შესახებ. სიახლე მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება ძალაში. აბონიმენტი მოიცავს შიდა საქალაქო სატრანსპორტო მომსახურებას - მატარებლებს, ავტობუსებს და ტრამვაის ხაზებს.
შეთავაზება ძალაში იქნება ივნისის, ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში და ის ზაფხულში გადაადგილებისთვის ხალხის წახალისების ერთგვარ აქციას წარმოადგენს. სპეციალურად ამ პროექტისთვის მთავრობამ 2,5 მილიარდი ევრო დახარჯა.
აბონიმენტით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შეეძლებათ.