საქართველოს რკინიგზამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში რკინიგზის წმინდა მოგებამ 52,711 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წელს გაიზარდა უშუალოდ რკინიგზის შემოსავლებიც, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის შემოსავლებმა 547,868 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი დაახლოებით 489 მლნ ლარი იყო.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზა მუდმივ ზარალზე იყო, უფრო კონკრეტულად, 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164.6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5.581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.
ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.