ახალი, მე-7 თაობის ელანტრა 5000 ლარიანი ფასდაკლებით ჰიუნდაი ავტო საქართველოში

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ახალ, მეშვიდე თაობის ელანტრას შეძენას 5000 ლარიანი ფასდაკლებით შეძლებთ. Elantra ჰიუნდაის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საშუალო ზომის სედანია, რომელმაც დიზაინით, ხარისხითა და შესაძლებლობებით 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ავტომობილის სტატუსიც მოიპოვა.

მე-7 თაობის Elantra სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მძღოლსა და მგზავრებს გამორჩეულ კომფორტს სთავაზობს. ისევე როგორც ჰიუნდაის სხვა მოდელებზე, ელანტრაზეც მოქმედებს 5 წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით.

ცენტრში ავტომობილი წარმოდგენილია 1.6 სმ³ და 2სმ³ ბენზინის ძრავებით, 4X2 წამყვანთვლებიანი კომპლექტაციებით (Active/ Comfort/Style/Premium).

2-1654236386.jpg

ექსტერიერის დიზაინი:

ელანტრას ექსტერიერის დიზაინი მოიცავს ჰიუნდაისთვის დამახასიათებელ მკვეთრ, სპორტულ და დინამიურ დეტალებს. სპორტულ ხასიათს უფრო მეტად უსვამს ხაზს მისი წინა მხარე - ცხაურის ალმასის ფორმა, მკვეთრად გამოხატული ზოლები და მასთან დაკავშირებული ფარები.

ინტერიერი:

დიზაინის დახვეწილი დეტალებისა და უახლოესი ტექნოლოგიების დამსახურებით მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ თავს ელანტრას ინტერიერშიც.

3-1654236507.jpg

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 10.25-დიუმიანი ფერადი ციფრული LCD საინფორმაციო დაფით
  • 8-დიუმიანი სენსორული მონიტორით
  • Android Auto და Apple Car Play-ს ფუნქციებით
  • მძღოლისა და მგზავრის ელექტრო რეგულირებადი სავარძლებით
  • უკანა ხედვის კამერით

უსაფრთხოება:

ელანტრა აღჭურვილია 6 უსაფრთხოების ბალიშით. ავტომობილის წინა ნაწილში განთავსებული ოთხი საჰაერო ბალიში მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის უსაფრთხოებისთვის არის დამონტაჟებული, ხოლო გვერდითა გრძელი ბალიშები ყველა მგზავრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ავტომობილში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.

4-1654236641.png

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • ავტომატური საგანგებო მუხრუჭი
  • კრუიზ კონტროლი;
  • აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა
  • ელექტრო პარკირების მუხრუჭი ავტომატური შეყოვნების ფუნქციით
  • დაღმართზე მუხრუჭის კონტროლი

ელანტრას შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში შეგიძლიათ. ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: https://hyundai.ge/ / https://www.facebook.com/hyundai.ge

R