სპეციალურად ბიზნესლიტერატურის მოყვარულებისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“ „ლურჯი ოკეანის“ წიგნების ყოველთვიური გამოწერის სერვისს ამატებს. გამომწერებს საშუალება ექნებათ, ყოველთვიურად სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ბიზნესლიტერატურა და „შეუმჩნევლად“ შეაგროვონ ყველაზე ძვირფასი კოლექცია, რაც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
„ლურჯი ოკეანე“ გამოსცემს მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული მენტორების, ბიზნეს ლიდერების, ფსიქოლოგებისა და თავიანთ პროფესიაში სახელგანთქმული ადამიანების წიგნებს, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მკითხველი ჰყავს.
გამოწერით სარგებლობისას სერიების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, შესაბამისად, „ლურჯი ოკეანის“ წიგნებთან ერთად შეგიძლიათ შეუკვეთოთ დეტექტიური, ისტორიული და სხვა ჟანრის ლიტერატურაც.
ამ დროისთვის „პალიტრა L“ 16 სერიის წიგნებს გთავაზობთ: „ლურჯი ოკეანე“; „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულთა წიგნები; მინი წიგნების კოლექცია, რომლებიც კითხვის მოყვარულთათვის საკმაოდ პრაქტიკულია; „ადამიანი და ასტროლოგია“ - ასტროლოგის მიერ შედგენილი წიგნები, საიდანაც მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას პლანეტებისა და თქვენი ზოდიაქოს ნიშნის კავშირებზე და სხვა; ადაპტირებული კლასიკა - მაინ რიდის „უთავო მხედარი“, ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“, ჯორჯ ორუელის „აივენჰო“ და სხვა; ილია ჭავჭავაძის 4-ტომეული; აგატა კრისტი და სხვა.
სერიების დეტალურად სანახავად დააჭირეთ აქ.
გამოწერის ფასი 5 ლარიდან იწყება. გააქტიურების შემდეგ თანხა ყოველთვიურად ჩამოგეჭრებათ და შეკვეთილ სერიას კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ. შერჩეული სერიის ის წიგნები კი, რომელთა გამოცემაზეც „პალიტრა L“ ჯერ კიდევ მუშაობს, გამოსვლისთანავე გადმოგეცემათ. ამასთან, გამომწერებს წინასწარ შეეძლებათ წიგნები გამოცემამდე დაარეზერვონ.
გამომცემლებისგან წიგნების გამოწერის სერვისი ხარჯეფექტურობის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც გამომწერთა უმრავლესობა აღნიშნავს, გარდა ხელმისაწვდომი ფასისა, მათთვის საინტერესოა წიგნების მიღების ის ფორმა, რასაც გამომცემლობები სთავაზობენ: შეფუთვის გახსნა და სიახლის აღმოჩენა მათ სიამოვნებას ჰგვრით და სურვილს უჩენთ, უფრო და უფრო მეტი წიგნი აღმოაჩინონ, რაც თავის მხრივ კითხვის წახალისებას უწყობს ხელს.
არ გამოტოვო ეს შანსი, შენც გახდი გამომწერი და ყველაზე მიიღე ყოველთვიურად ერთი წიგნი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად!
(R)