ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ ბენეფიტების შესახებ წერს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველოსთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„უკვე ნათელია, რომ საქართველო ამ ზაფხულს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. რა დაკარგა ქვეყანამ ამით, გარდა მისი “სიმბოლური” დატვირთვისა?
მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:
გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:
და რაც მთავარია: ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა,არგინდა, გაიძულებს, რომ გქონდეს:
იმედია ეს ჩაფლავება დროებითია, და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი რისკი:
არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება & პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის წამოყენებულ წინაპირობებს შეასრულებს, თან დროის ასე მცირე მონაკვეთში.
ევროკავშირის გაფართოება (მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭება) არის ღრმად პოლიტიკური საკითხი. ახლა იყო ამის კარგი შანსი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 6 თვის და 1 წლის შემდეგ, ევროპელები რა ხასიათზე იქნებიან და რომელ ფეხზე გაიღვიძებენ, კაცმა არ იცის, შეიძლება საერთოდ აღარ დაუბრუნდნენ ამ საკითხს წლების მანძილზე (ნატოს მაგალითი სახეზე გვაქვს),“- წერს ლებანიძე.