რა ღირს საათობრივი პარკირების საშვები თბილისში - ივლისიდან პარკირება კიდევ 32 ქუჩაზე ამოქმედდება

2022 წლის 1-ლი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

ცნობისთვის, 2 წელზე მეტია, რაც თბილისის მერიამ ეს რეფორმა დაიწყო. 1 საათის განმავლობაში პარკირების საფასური 1 ლარს შეადგენს. როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა განაცხადა, სამომავლოდ ტარიფიც იმის მიხედვით გაიზრდება, ვიდრე არ მიაღწევენ ოქროს შუალედს, რომელიც დაგეგმილია, რომ 80% იყოს პარკირებებით დატვირთული, 20% კი ცარიელი.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებს, 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს; 1-კვირიანის ფასი - 100 ლარია; 1-თვიანის - 300 ლარი; 6-თვიანის - 500 ლარი; 1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.

თაია არდოტელი